სტუდენტური კონფერენცია: „ინტერდისციპლინური მიდგომები პრაქტიკულ სტომატოლოგიაში“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტური კონფერენცია: „ინტერდისციპლინური მიდგომები პრაქტიკულ სტომატოლოგიაში“


2023 წლის 2 ივნისს გაიმართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტთა კონფერენცია: „ინტერდისციპლინური მიდგომები პრაქტიკულ სტომატოლოგიაში“.

 

კონფერენციაში მონაწილეობისთვის სტუდენტებმა წარმოადგინეს 30-მდე ნაშრომი, რომელთაგან, სამეცნიერო მოხსენებისათვის წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად, შეირჩა 7.

 

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები:

  1. ოსტეოპოროზი ბიფოსფონატებით მკურნალობის ფონზე და იმპლანტაცია- მარიამ ლომიძე, ხელმძღვანელი ვამეხ ხარატიშვილი;
  2. ენდოკრინული პრობლემების ორალური მანიფესტაცია - ნათია სანდროშვილი, ხელმძღვანელები: ნინო წილოსანი, ანა თეგეთაშვილი;
  3. აუტისტური სპექტრის მქონე პირები და სტომატოლოგია - მარიამ გაბოძე, ხელმძღვანელი ანა მაკალათია;
  4. დაუნის სინდრომი და პირის ღრუ- ელენე გოგოლაძე, ხელმძღვანელი - ანა გალოგრე;
  5. ორსულობა და პირის ღრუ - მირანდა აბრამიშვილი, ხელმძღვანელი ნინო ხიმშიაშვილი;
  6. თანკბილვა და ტანდეგობა - მარიამ სირბილაძე, ხელმძღვანელი ნათია ნაცვლიშვილი;
  7. კარიესის მკურნალობის ინფილტრაციული მეთოდი (Icon Infiltration) - ნინო წელაური, ხელმზღვანელი ეკატერინე ნატროშვილი.

 

კონფერენციაზე სტუდენტებმა დამაჯერებლად და საინტერესოდ წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები. ძირათადი აქცენტები გაკეთდა თანამედროვე სამედიცინო კვლევის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებზე.

 

განხილული თემების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. კონფერენციის მუშაობა შეაჯამა მედიცინის სკოლის დეკანმა ანა თეგეთაშვილმა, შეაფასა წარმოდგენილი ნაშრომების აქტუალობა, აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ნაშრომები სრულიად აკმაყოფილებდა სტუდენტებისათვის წაყენებულ მოთხოვნებს და მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე და პროფესორ-მასწავლებლები.

 

ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.