2023 წლის 31 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრა ჩეხეთის საელჩოს საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების კოორდინატორი თეონა რობაქიძე.
თბილისისა და ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან გამართულ შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა ჩეხეთში სწავლის პერსპექტივაზე, მიმდინარე საგრანტო პროექტებზე, მონაწილეებს გააცნო ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი, ასევე, პირობები და რესურსები, რომელსაც ითვალიწინებს მათი პროექტები.
სტუდენტების მიერ დასმული კითხვა-პასუხის შემდეგ, პროგრამების კოორდინატორმა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს აღუთქვა თანადგომა ჩეხეთის უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობაში.