კრის ესკრიჯის საჯარო ლექცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კრის ესკრიჯის საჯარო ლექცია


2023 წლის 22 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით გაიმართა ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსის, ნებრასკას უნივერსიტეტის პროფესორ კრის ესკრიჯის საჯარო ლექცია: „დანაშაული და მართლმსაჯულება, კრიმინოლოგიის ზეგავლენის გაძლიერება 21-ე საუკუნეში“

 

საჯარო ლექცია-დისკუსიას უძღვებოდა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.

 

ლექცია ინტერაქტიური ფორმატით მიმდინარეობდა და სტუმარმა მიმოიხილა 21-ე საუკუნის პრობლემური ძალები და ფაქტორები: მიგრაცია, დემოგრაფია, ფუნდამენტალიზმი, გლობალურ ძალთა ცვლილება, შიდა უთანხმოებები, ეთნიკური და რელიგიური დაძაბულობა, მემარჯვენე ნაციონალიზმი, ორგანიზაციების მიერ ჩადენილი დანაშაულობები, დეფიციტი და სხვა აქტუალური საკითხები.

 

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა, უნივერსიტეტის პროფესორ-მკვლევრებმა და სტუდენტებმა.

 

ლექციის დასასრულს პროფესორმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს, სტუდენტები დაინტერესდნენ დღევანდელ მსოფლიოში კრიმინოლოგიის ზეგავლენის გაძლიერებითა და ამ სფეროში ამერიკის გამოცდილებით.

 

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა კრის ესკრიჯს სტუმრობისა და საინტერესო ლექციისათვის.