გასვლითი სასწავლო ტური ძველ თბილისში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გასვლითი სასწავლო ტური ძველ თბილისში


2023 წლის 31 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისთვის ჩატარდა გასვლითი ტური ძველ თბილისში.

 

სტუდენტებმა გასტრონომიული და ღვინის ტურიზმის დისციპლინის ლექტორთან - ზაზა ჭითანავასთან ერთად დაგეგმეს საფეხმავლო ტური, გაეცნენ ტურის ორგანიზებისა და ჩატარების პრაქტიკულ საკითხებს, დამატებითი ინფორმაცია მიიღეს დედაქალაქის ძირითადი ტურისტული ობიექტებისა თუ მარშრუტების შესახებ, მოინახულეს თბილისის ისტორიული ნაწილი.

 

ტურის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა მოინახულეს ღვინის მუზეუმი, ასევე, „ქარვასლაში“ მოქმედი მუზეუმი და იქ დაცული ნივთები, იხილეს ღვინის კულტურის 8- ათასწლოვანი ისტორიის დამადასტურებელი არტეფაქტები, მეტი ინფორმაცია მიიღეს ღვინის ქართული წესით დაყენებისა და მარნის სპეციფიკის შესახებ. ყოველივე ეს დაეხმარება სტუდენტებს ღვინოსთან დაკავშირებით მიღებული თეორიული ცოდნის განმტკიცებაში.

 

აღნიშნული გასვლითი ტურის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება მიეცათ უნიკალურ სივრცეში, მე-17 საუკუნის სარდაფში, გახსნილი რესტორანი „არქივი“ მოენახულებინათ და ცნობილ შეფ მზარეულს, ლევან კობიაშვილს გასაუბრებოდნენ.

 

სტუდენტები წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაუბრუნდნენ მშობლიურ უნივერსიტეტს, მრავალფეროვანმა ტურმა თითოეულ მათგანს პრაქტიკულად გააცნო გასტრონომიული და ღვინის ტურიზმის სფერო.