გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას ცესკოში გამართულ შეხვედრაზე გაეცნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე სტუდენტებს ესაუბრა არჩევნების ისტორიისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარების გამოცდილების შესახებ როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში.
„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია ამომრჩევლების ინფორმირება, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან კომუნიკაცია და მათთვის ინფორმაციის მიწოდება მიმდინარე სიახლეების შესახებ, ვინაიდან მსჯელობისას ისინი ეცნობიან ინფორმაციას იმ რეფორმების, ცვლილებებისა და გამოწვევების შესახებ, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების ადმინისტრირების პროცესში გააჩნია“ - აღნიშნა გიორგი შარაბიძემ შეხვედრის მიმდინარეობის დროს.
შეხვედრის მონაწილეებს 29 აპრილს ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო ცესკოს პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ეკა ცაბაშვილმა, რის შემდეგაც იმიტირებული კენჭისყრა გაიმართა და ახალგაზრდებმა პრაქტიკაში გამოცადეს ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.