სტარტაპსამიტი ბათუმში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტარტაპსამიტი ბათუმში


27-28 მაისს, ბათუმში გაიმართა Georgian Startup Summit და Startup World Cup National Competition 2023, რომლის პარტნიორი გახლდათ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. ღონისძიებაში 300-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

 

მსგავსი ღონისძიება მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში იმართება და თითოეული მათგანი გამარჯვებულს აგზავნის სილიკონის ველზე $1,000,000 ოდენობის საპრიზო ფონდის მოსაპოვებლად.

 

ღონისძიების სპიკერატი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო:

  • რონ ვეისმანი (Ron Weissman) - „Angel Capital Association“-ის პრეზიდენტი და სილიკონის ველზე პირველ ანგელოზ ინვესტორთა ჯგუფის თავმჯდომარე, რომელიც მუშაობდა სტივ ჯობსთან მარკეტინგის მიმართულებით https://www.linkedin.com/in/ronald-weissman-36a3841/details/experience/;
  • ბილ რეიჩერთი (Bill Reichert) - გამოჩენილი სპიკერი და სტარტაპმწვრთნელი, - დიდი ხნის განმავლობაში Garage Ventures-ის მმართველი პარტნიორი, კომპანიის - Pegasus Tech Ventures-უფროსი პარტნიორი, ავტორი წიგნისა „ Getting to Wow: Silicon Valley Pitch Secrets for Entrepreneurs“, https://www.linkedin.com/in/billreichert/
  • ზაკ კოელიუსი (Zach Coelius) - მეტსახელად "unicorn whisperer", პირველი „Angel List“ სინდიკატი-ის ორგანიზატორი, გამოჩენილი სპიკერი, „ Coelius Capital“-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, წარმატებული მეწარმე, https://www.linkedin.com/in/zachcoelius/;
  • ლუკ კოვალსკი (Luke Kowalski) - UC ბერკლის Blockchain X-Lab-ის თანადირექტორი, კორპორაციის „Oracle“ ვიცე-პრეზიდენტი, მუშაობს კორპორაციული ურთიერთობებისა და არქიტექტურის მიმართულებით, აქტიურად არის ჩართული non-profit-ის საქმიანობაში.

 

დისკუსიები გაიმართა შემდეგ თემებზე:

  • Innovation in traditional industry;
  • Innovate or Die;
  • How AI is Eating the world;
  • Importance of working on the right opportunity;
  • What makes angels fall in love with startups;
  • Georgia's emerging angel community;
  • The role of VC in emerging markets;
  • Startup ecosystems in emerging markets.

 

გარდა სპიკერებისა, ბათუმს ეწვივნენ საერთაშორისო ინვესტორებიც სინგაპურიდან, პოლონეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და სხვ. ღონისძიებას დსწრებოდნენ ქართული სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები, ანგელოზი ინვესტორები და მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდები.

 

ღონისძიებაში 30-ზე მეტი გრუნის სტუდენტი და 10-მდე პროფესორ - მასწავლებელი მონაწილეობდა, როგორც თბილისიდან, ისე ბათუმის წარმომადგენლობიდან. ღონისძიებას თანაორგანიზატორობას გრუნის სახელით, უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლა უწევდა.