მართლწესრიგის ოფიცრების შეხვედრა სტუდენტებთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მართლწესრიგის ოფიცრების შეხვედრა სტუდენტებთან


2023 წლის 29 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) ერთობლივი პროექტის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის თბილისისა და ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტები მართლწესრიგის ოფიცრებს - ელენე საბანაძეს, ნინო გოგოლაძესა და შალვა შუბითიძეს, შეხვდნენ.

 

მართლწესრიგის ოფიცრებმა სტუდენტებს წარუდგინეს პრეზენტაცია ოფიცრის კომპეტენციის, ფუნქციებისა და მოვალეობების შესახებ. ასევე, ისაუბრეს ოჯახში ძალადობასთან და სამეზობლო დავებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების თაობაზე.

 

საჯარო ლექცია ინტერაქტიული ფორმატით ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ: სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლების სტუდენტები.

 

ღონისძიება გაიმართა საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრისა და სამართლის სკოლის ერთობლივი ორგანიზებით.

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.