2023 წლის 20 მაისს, გრუნის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო კულტურულ-შემეცნებითი ტური ძამას ხეობაში.
ტურში სხვადასხვა მიმართულების 100-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.
ახალგაზრდებმა მოინახულეს უძველესი ტაძრები: ყინწვისის მამათა მონასტერი და სარკინეთის ღვთისმშობლის ტაძარი, დაათვალიერეს ხეობის სხვა ღირსშესანიშნაობები, გაერთნენ, დაისვენეს.
სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული ამგვარი აქტივობები შემეცნებითთან ერთად კულტურულ - გასართობითაა, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტების დაახლოებას, დროის გონივრულად გატარებასა და ახალი ძალებით სასწავლო პროცესში ჩართვას.
სტუდენტებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ უნივერსიტეტის კანცლერი გიორგი თავხელიძე და რექტორის მოადგილე გიორგი მირიანაშვილი.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI