გრუნი - თბილისის მერიის ეკონომიკური ფორუმის პარტნიორი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნი - თბილისის მერიის ეკონომიკური ფორუმის პარტნიორი

ეკონომიკური განვითარების ფორუმი - „მდგრადი განვითარება: მწვანე, ჭკვიანი, ბიზნესმეგობრული“, 2007 წელს ჩამოყალიბდა მოწინავე იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. 2023 წლიდან ღონისძიების პარტნიორი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტია.

 

ფორუმს ჰყავს 100-მდე სპიკერი, მათ შორის, არიან: თბილისის მერი, საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გაეროსა და ევროკავშირის წარმოამდგენლები, პარლამენტარები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდანაც.

 

ფორუმი გაიმართება 2023 წლის 30-31 მაისს, სასტუმრო „ რედისონ ბლუ ივერიაში“.

 

ფორუმის პროგრამა