2023 წლის 17 მაისს, მოსამართლის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობას სტუმრობდნენ USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მოწვეული ექსპერტი, ამერიკის, ჯორჯიის შტატის მოსამართლე პეგი უოკერი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა.
მოსამართლეების შეხვედრა სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან უზრუნველყო USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის რეგიონალური ჰაბის იურისტმა ირინა ხახუტაიშვილმა და ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტური მხარდაჭერის საკითხებში გულო თურმანიძემ.
მოსამართლეებმა სტუდენტებთან და აკადემიური პერსონალთან განიხილეს მნიშვნელოვანი თემები: „სამოსამართლო სამართალი და მისი როლი ქართულ და ამერიკული სამართლის პრაქტიკაში“ და “საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების ინსტიტუციური ურთიერთმიმართების საკითხი ადამიანის უფლებების დაცვის ჭრილში.“
ლექცია ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა. სტუდენტებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, როგორც ამერიკელი მოსამართლისგან, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან.
შეხვედრის დასასრულს ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ამირან მესხიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს და კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ ეს შეხვედრა სტუდენტებისთვის იყო მეტად მნიშვნელოვანი როგორც ცოდნის გაღრმავებისა და ცნობიერების ამაღლების, ისე ქართულ-ამერიკული პრაქტიკის უკეთ გაცნობის მიზნით.