გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა კიდევ ერთი პროექტი განახორციელა ახალგაზრდულ ასოციაცია „დრონისთან “ პარტნიორობის ფარგლებში.
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის 3 სტუდენტი: ხატია მამასახლისი, ხატია ოგანესიანი და მარიამ კახნიაშვილი, 10 - დღიან სემინარებზე იმყოფებოდა რუმინეთში. პროექტის „Inclusion starts with accessibility” ფარგლებში ჩატარებული სემინარები ეხებოდა შშმ პირთა ინტეგრაციის საკითხს, რომელსაც მასპინძლობდა რუმინული ორგანიზაცია „Rock-Solid Foundation“.
გრუნის სტუდენტები შშმ პირებთან ერთად მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობაში, სწავლობდნენ მათთან ურთიერთობას და აკვირდებოდნენ მათ ინტეგრაციას სოციუმში. პროექტში მონაწილე რვა ქვეყნის 16 მონაწილე, მათ შორის, საქართველოდანაც, შეზღუდული შესაძლებლობის იყო.
საერთო ჯამში, პროექტი ძალზედ მნიშვნელოვანი და მრავლისმომცველი აღმოჩნდა, მუდმივი კონტაქტისა და ინტერაქციის წყალობით, სტუდენტებმა უფრო მეტი გაიგეს შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ, რაც უდავოდ წაადგება მათ სამომავლო პროფესიას.
პროექტი ასევე ხელს შეუწყობს სტუდენტების მულტიკულტურული ცნობიერების ამაღლებას, უცხო ენის ცოდნის გაუმჯობესებასა და მიღებული სერტიფიკატებიც მნიშვნელოვანი იქნება დასაქმების ბაზრისთვის. პროექტი სრულად დაფინანსდა ევროკავშირის მიერ.