ბათუმში, სასტუმრო „Radisson Blu Batumi“-ში, გაიმართა კომპანია Marketer.ge-ისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროექტის - „Investhub“, პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ფინანსებისა და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები: გოგიტა გოგრაჭაძე, რუსუდან ანთაძე, დიანა სალაძე, ნიკოლოზ მირცხულავა და ლაშა ანკუბაია.
პროექტი მოიცავდა ლექცია-მასტერკლასს ინვესტირების შესახებ, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ინვესტირების მარტივად დაწყებისა და ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერად გახდომის შესახებ, როგორებიცაა, მაგალითად, Microsoft, Apple, Tesla და ა. შ.
მასტერკლასში სტუდენტების მონაწილეობა უზრუნველყო ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ - გულო თურმანიძემ.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI