მიმდინარე წლის 26-27 აპრილს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, გაიმართა დასაქმების ფორუმი, რომელზეც 70 -ზე მეტი მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი 2 000-მდე ვაკანსიით იყო წარმოდგენილი.
ფორუმზე სამუშაოს მაძიებელს შესაძლებლობა ჰქონდა, შეხვედროდა დამსაქმებლებს, გასაუბრებოდა სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოეჩინა საკუთარი უნარები პირდაპირი კომუნიკაციის მეშვეობით.
დასაქმების ორდღიან ფორუმში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.
ფორუმის მონაწილეებს გრუნის ბათუმის წარმომადგენლობის სახელით გადაეცა საინფორმაციო ბროშურები და სასაჩუქრე პაკეტები.
აღნიშნულ ღონისძიებაში უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ოფიციალური წარმომადგენლები იყვნენ: წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ამირან მესხიშვილი და ხელმძღვანელის მოადგილე, ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტური მხარდაჭერის საკითხებში გულო თურმანიძე.