11 მაისს საზეიმოდ გაიხსნა ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის (ეპაგი) ერთ-ერთი წარმატებული პროექტის - მენტორობის პროგრამის, მეოთხე ნაკადი, რომელზეც საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები: ანამარია ქუთათელაძე და თინათინ ლობჯანიძე.
საზეიმო ცერემონიის სტუდენტურ პანელში გრუნის სტუდენტებმა თანატოლებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს პროგრამის ბენეფიტებზე და რჩევები მისცეს ახალი ნაკადის მონაწილეებს.
მენტორობის პროგრამა გულისხმობს მენტორის, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული სპეციალისტის, თანამშრომლობას მისსავე სპეციალობის სტუდენტთან, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და კონსულტაციის გაწევას, დახმარებას პროფესიულ დაოსტატებაში, პიროვნული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერისათვის მომზადებაში.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები მენტორობის პროგრამის სამივე ნაკადში აქტიურად მონაწილეობდნენ.
პროგრამის გახსნას, ასევე, ესწრებოდნენ: პროგრამის მონაწილე სტუდენტები, მენტორები, ასოციაციის საბჭოს წევრები და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
წარმატებას ვუსურვებთ მათ!