ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევითი სემინარები დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევითი სემინარები დასრულდა


დასრულდა ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევითი სემინარების სერია “Paths to Publication”, აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის, რომელშიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, როგორც პარტნიორი, მონაწილეობდა.

 

ონლაინსწავლება „Paths to Publication” 2023 წლის 23 თებერვალს დაიწყო და მოიცავდა კვლევასთან, სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან, გამოქვეყნებასა და გრანტებთან დაკავშირებულ 6 სემინარს, რომელსაც მასპინძლობდა ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის სკოლა და კურსდამთავრებულთა მრჩეველთა საბჭო.

 

კვლევით სემინარებში გრუნის 60-მდე ახალგაზრდა მკვლევარი და აკადემიური პერსონალი მონაწილეობდა.

 

პროექტის მონაწილეებმა ტეხას ა&მ უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად განიხილეს სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები:

  • „სამეცნიერო ნაშრომის სათაურის, აბსტარქტის, შესავლისა და ლიტერატურის მიმოხილვა“;
  • „კვლევის მონაცემთა მენეჯმენტი“;
  • „Citavi & Nvivo პროგრამების გამოყენება კვლევითი მიზნებისთვის“;
  • “როგორ ვუპასუხოთ კრიტიკას ჟურნალში გამოსაქვეყნებელ სტატიებზე“;
  • „ფორმალური მეილის წერის ეტიკეტი“;
  • „პრეზენტაციის უნარების განვითარება“.

 

კვლევითი სემინარების ბოლო შეხვედრა 27 აპრილს გაიმართა და მას უძღვებოდა დოქტორი, ტეხასის A&M უნივერსიტეტის პროფესორი სინდი გერერო. მან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა გამოცდილება და მისცა რჩევები პრეზენტაციის სტრუქტურის, აუდიტორიის ჩართულობისა და სხვა სპეციფიკური ასპეექტების შესახებ.

 

კვლევითი სემინარების დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართება 2023 წლის 1 ივნისს, რომელზეც მონაწილეებს ტეხას ა&მ უნივერსიტეტის სერტიფიკატები გადაეცემათ.