გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სტუდენტები თბილისის საკრებულოს ესტუმრნენ. მათ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ - კახა ლაბუჩიძემ, უმასპინძლა.
კომისიის თავმჯდომარემ სტუდენტებს დეტალურად გააცნო დედაქალაქის მერიისა და წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის სპეციფიკა, თბილისში გატარებული რეფორმები და ძირითადი პრიორიტეტები, განათლებისა და კულტურის კომისიის მუშაობის პრინციპები, ბიბლიოთეკებისა და მედიათეკების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებისა და სასახლის, თბილისის მუზეუმების გაერთიანების, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საქმიანობა, ამასთანავე, სკოლების სახელდების, მემორიალური დაფების განთავსებასა და პარტნიორ უწყებებთან თანამშრომლობის პროცესი.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საჯარო მმართველობის დოქტორმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იუვენოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი მომცელიძემ. მან აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები საუნივერსიტეტო მოდულის ფარგლებში სასწავლო კურსს - “საჯარო პოლიტიკა“, სწავლობენ და აქედან გამომდინარე, შეხვედრის მიზანი სწავლების პროცესში ადგილობრივ თვითმმართველობებში გადაწყვეტილებების მიღების წესებისა და პროცედურების, ასევე, თეორიული საკითხების გაცნობაა.
შეხვედრა კითხვა-პასუხით გაგრძელდა.