“სიძულვილი - როგორ ახერხებს დღევანდელი მედია გვძულდეს ერთმანეთი“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


“სიძულვილი - როგორ ახერხებს დღევანდელი მედია გვძულდეს ერთმანეთი“


3 მაისს, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის აღსანიშნავად, საქართველოში ამერიკის საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების ინიციატივით, გაიმართა ამერიკელი ავტორის, ჟურნალისტ მეთ ტაიბის წიგნის „სიძულვილი - როგორ ახერხებს დღევანდელი მედია, გვძულდეს ერთმანეთი“, პრეზენტაცია-განხილვა.

 

დისკუსიაში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სტუდენტები: კესო მანჩხაშვილი, მარიამ ბასილაძე და მარიამ ადამია, მონაწილეობდნენ.

 

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ ღონისძიებას საელჩოს პრესატაშე ჯონ ფერი უძღვებოდა. მან სტუდენტებთან განიხილა ქართული და ამერიკული მედიაგარემოს გამოწვევები, ისაუბრა მეთ ტაიბის წიგნის შესახებ და აღნიშნა, რომ ამერიკელი ავტორი საშუალებას აძლევს როგორც პოლიტიკოსებს, ისე მედიას, საკუთარი თავი დაინახონ გვერდიდან, დარწმუნდნენ, რამდენად აცდენილი არიან ისინი ძირითად ფუნქციებსა და მოვალეობებს და იმსჯელა სიძულვილის ენის დაძლევის გზების შესახებ.

 

შეხვედრის დასასრულს მომავალი ჟურნალისტები შეთანხმდნენ, რომ ამ მავნე სენისაგან მაქსიმალურად დაიცავენ საზოგადოებასაც და საკუთარი პროფესიასაც, მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად პოლარიზებულ მედიასივრცეში სიძულვილის ენა საკმაოდ აქტუალურია.

 

დისკუსია ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და მასში სხვადასხვა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები მონაწილეობდნენ.