ინგლისურის კურსი Teen Academy-ის მონაწილეებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ინგლისურის კურსი Teen Academy-ის მონაწილეებისათვის


2023 წლის 7 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა დაიწყო პრაქტიკული ინგლისური ენის 2- თვიანი კურსი „Teen Academy“-ის მონაწილე მოსწავლეებისათვის.

 

ორი ჯგუფი, რომლებშიც 40 მოსწავლეა გაერთიანებული, კვირაში 2-ჯერ ჩაერთვება სწავლებაში და გაიუმჯობესებს სასაუბრო მეტყველებას ინგლისურში. მეცადინეობებს გაუძღვებიან ინგლისური ენის პედაგოგები - სოფო სოფრომაძე და მარი ყურაშვილი. მათ ახლახან, გრუნის მხარდაჭერით, წარმატებით დაასრულეს ტეხასის A&M უნივერსიტეტის TESOL პროგრამა.

 

პრაქტიკული ინგლისური ენის კურსი, რომელიც შექმნილია სპეციალურად Teen Academy-ის მონაწილეებისთვის, ფოკუსირებულია სასაუბრო, ზოგად ინგლისურზე და მიზნად ისახავს გამოთქმის, საუბრის, მოსმენის უნარისა და სიტყვების მარაგის გაუმჯობესებას.

 

სოფო სოფრომაძე და მარი ყურაშვილი, წამყვანი ინსტრუქტორები და TESOL-ის სერტიფიცირებული მასწავლებლები არიან, რომლებსაც აქვთ ინგლისურის, როგორც უცხო ენის, სწავლების დიდი გამოცდილება. ისინი მუშაობდნენ ყველა ასაკისა და დონის მოსწავლესთან და მათი სწავლების მეთოდი ინტერაქტიული და საინტერესოა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსი მერი ლომია და რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე, რომლებმაც მონაწილეებს წარმატება უსურვეს და საგანგებოდ აღნიშნეს ინგლისური ენის სწავლების მნიშვნელობა დღევანდელ გლობალურ სამყაროში.