თანამშრომლობა ეოტვოს ლორანდის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თანამშრომლობა ეოტვოს ლორანდის სახელმწიფო უნივერსიტეტთან


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევრის, სამართლის სკოლის დოქტორანტის თორნიკე მერებაშვილის წარმატებული კვლევითი მივლინების ფარგლებში დაიგეგმა თანამშრომლობა ეოტვოს ლორანდის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი უნივერსიტეტია უნგრეთში (დაარსებულია 1635 წელს).

 

პირველი ონლაინშეხვედრა, რომელიც გახსნა გრუნის რექტორის მოადგილემ ვახტანგ ჭარაიამ, გაიმართა 2023 წლის 12 აპრილს ლორანდის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელთან დენიელ თაქაშთან, რომელმაც გრუნის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს წარუდგინა პრეზენტაცია უნივერსიტეტისა და მისი ბიბლიოთეკის რესურსების შესახებ, კერძოდ, ისაუბრა საბიბლიოთეკო სერვისებსა და სამეცნიერო ბაზებზე წვდომის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ და უპასუხა დასმულ კითხვებს.

 

დაიგეგმა შემდგომი შეხვედრებიც, რომლებზეც განიხილავენ თანამშრომლობის სხვა ასპექტებსა და მემორანდუმის გაფორმების საკითხებს.