29 აპრილს შვედური პროექტის - „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“, ფარგლებში, სხვადასხვა საგანამანათლებლო დაწესებულების ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში შეიკრიბენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისადმი საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შესახებ სასაუბროდ.
ფილმის „რამდენი მოცვია ამქვეყნად?“ ჩვენების შემდგომ, რომელიც რეალურ ისტორიაზე - „გლადა ჰუდიკ თეატრის“ შექმნაზეა, დაფუძნებული და მასში მთავარი როლების შემსრულებლები ტიპური და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსახიობები არიან, გაიმართა დისკუსია.
დისკუსია დასრულდა ტრენინგით, „მედიახმის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა ცხომელიძემ სტუდენტებთან ისაუბრა: „რა უნდა ვიცოდეთ შშმ პირების მედიაგაშუქებაზე?“
შეხვედრას ესწრებოდა სპეციალური სტუმარი თათია დათაშვილი, რომელმაც თავისი გამოცდილება გაუზიარა მომავალ ჟურნალისტებს.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
პროექტი „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ხორციელდება შვედეთის ქალაქ ჰუდიკსვალის მუნიციპალური ორგანიზაციის Glada Hudik-teatern („გლადა ჰუდიკ თეატრი“) მიერ და შვედური ინსტიტუტის - „Svenska institutet“ - ის დაფინანსებით.