2023 წლის 3 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ეწვია კვიპროსელი პროფესორი, ლიდერობისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მკვლევარი კირიაკოს კოკინოსი, რომელიც 2020-2023 წლებში კვიპროსის კვლევების, ციფრული პოლიტიკისა და ინოვაციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
თბილისისა და ბათუმის კამპუსის სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე პროფესორმა განიხილა ლიდერობა და ინოვაცია არასტაბილურ გარემოში და ისაუბრა თანამედროვე ცხოვრებაში ამ საკითხების მნიშვნელობის შესახებ. საგანგებოდ აღნიშნა უნივერსიტეტის განსაკუთრებული როლისა და დანიშნულების შესახებ, როგორც ცოდნის მიღების, ისე ლიდერული უნარების განვითარებაში. ლექცია ინტერაქტიურ ფორმატში მიმდინარეობდა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელათ და შეეფასებინათ პროფესორის მიერ წარმოდგენილი შემთხვევები.
საჯარო ლექცია ჩატარდა გრუნისა და სომხეთის ლიდერობის სკოლის ინიციატივით. ღონისძიებაზე საზეიმოდ მოეწერა ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ერთობლივი სასწავლო, შემეცნებითი, კვლევითი პროექტების განხორციელება, სტუდენტებისა და პერსონალის მობილობა.
საჯარო ლექციის დასასრულს სტუმრებმა სასწავლო გარემო და ლაბორატორიები დაათვალიერეს. მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების თაობაზე.