გრუნის სტუდენტები საერთაშორისო სემინარიდან დაბრუნდნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტები საერთაშორისო სემინარიდან დაბრუნდნენ


2023 წლის 16-22 აპრილს გრუნის მედიცინისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საგანმანათლებლო პროგრამების წარჩინებული სტუდენტები მარიამ მექვაბიძე და მარიამ ბრეგვაძე პოლონეთში საერთაშორისო სემინარებზე იმყოფებოდნენ, რომელიც შშმ პირებს მიეძღვნა.

 

ერთკვირიან საერთაშორისო პროექტში გრუნის სტუდენტები ახალგაზრდული ორგანიზაცია „დრონის“ მხარდაჭერით ჩაერთვნენ და შშმ პირებთან ურთიერთობისა და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის თაობაზე დიდი გამოცდილებაც შეიძინეს. პროექტის მონაწილეებმა მოინახულეს სპეციალიზებული ცენტრები: ბონიტიუმი, თეატრი "Arka", ყოველდღიური ცენტრი "Ostoja", Dolonoslaska Federacia -ყველაზე დიდი არასამთავრობო ორგანიზაცია ვროცლავში, სამხატვრო გალერეა "Art Brut" და კაფე "Rownik", სადაც ყველა თანამშრომელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. ეს ცენტრები შშმ პირებს ეხმარებიან სხვადასხვა სპეციალობის: კულინარია, ფერწერა, მებაღეობა, კერვა დიზაინი და სხვა, დაუფლებასა და შემდგომ დასაქმებაში.

 

გრუნის სტუდენტები სმენა, მეტყველება და მხედველობადაქვეითებული ბავშვების სკოლებსაც სტუმრობდნენ და აკვირდებოდნენ შშმ მასწავლებლებს. სემინარების ფარგლებში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა ღონისძიებაშიც მიეღოთ მონაწილეობა, შშმ პირებთან ერთად მოემზადებინათ საუზმე და ერთად დაეგეგმათ აქტივობები. ხელოვნების გალერეაში მათ სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს და ვიზიტორთა წიგნაკში სამახსოვრო ჩანაწერიც დატოვეს.

 

მთლიანობაში, პროექტმა მნიშვნელოვანი და ღირებული ინფორმაცია შესძინა სტუდენტებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის შესახებ და პრაქტიკულად აჩვენა მათ, როგორ ეხმარება სპეციალიზებული ცენტრები ასეთ ადამიანებს სრულუფლებიან წევრებად ჩამოყალიბებაში.

 

სემინარი სახელწოდებით „We Share It“ სრულად დაფინანსდა ევროკავშირის მიერ და მასპინძლობდა ასოციაცია „Semper Avanti“-ს წარმომადგენელი პოლონეთში, პაულინა გროჩოვსკა.