შეხვედრა დასაქმების პლატფორმა Sfero.ge-სთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა დასაქმების პლატფორმა Sfero.ge-სთან

დასაქმების პლატფორმა Sfero.ge გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს ექსკლუზიურად სთავაზობს შეხვედრას 2023 10 მაისს 16:00 საათზე.

 

Sfero.ge სწრაფად მზარდი დასაქმების პლატფორმაა საქართველოში და პირველი ნეოსოციალური ქსელი, რომელიც აერთიანებს სამ პროცესს ერთ სივრცეში:

  • დასაქმება;
  • ტრადიციული და ციფრული სასწავლო პროცესი;
  • კარიერული განვითარება.

 

სფერო გეგმავს სტუდენტებისათვის უპირატესობების შეთავაზებას, რომელიც მათ დასაქმებაში სიმარტივესა და განვითარების შესაძლებლობას შემოიტანს.

 

შეხვედრის მოკლე ანონსი:

  • მოკლე ინფორმაცია სფეროს პლატფორმის შესახებ;
  • აპლიკაციის გაცნობა სტუდენტებისთვის: იმის ჩვენება, თუ როგორ არის შესაძლებელი სამსახურმა გიპოვოს თავად და არა პირიქით;
  • სტუდენტებისთვის სფეროს სტატისტიკაზე მუშაობის შესაძლებლობის შეთავაზება, უფრო კონკრეტულად, ეს გულისხმობს სტუდენტების მიერ სამუშაო ჯგუფის შექმნას და სფეროს მიერ გამოცხადებულ უნივერსიტეტთაშორის კონკურსში მონაწილეობის მიღებას.

 

შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, არაუგვიანეს 2023 წლის 09 მაისისა. შეხვედრის შესახებ დამატებით დეტალებს მიიღებთ რეგისტრაციის შემდეგ, მეილის სახით.

 

რეგისტრაციის ბმული

 

სამუშაო ენა: ქართული

ფორმატი: პირისპირ