„აკადემიური მაცნე“ Scilit - Scientific Literature -ის წევრი გახდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„აკადემიური მაცნე“ Scilit - Scientific Literature -ის წევრი გახდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი „აკადემიური მაცნე" - სამეცნიერო ლიტერატურის მონაცემთა კიდევ ერთ საერთაშორისო ბაზაში გაწევრიანდა.

 

გრუნის სამეცნიერო ონლაინგამოცემაში გამოქვეყნებული სტატიები ახლა უკვე ხელმისაწვდომია საერთაშორისო სამეცნიერო წრეებისათვის, რომლებიც აქტიურად იყენებენ სამეცნიერო ლიტერატურის ქსელს - Scilit - Scientific Literature.

 

ჟურნალის 2023 წლის ნომრის გამოსაცემად გრძელდება სამეცნიერო სტატიების მიღება.

 

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრში: g.ochigava@gruni.edu.ge