ზვიად გაბისონიას საჯარო ლექცია გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ზვიად გაბისონიას საჯარო ლექცია გრუნიში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს, სამართლის სკოლის მოწვევით, სტუმრობდა სამართლის დოქტორი, პროფესორი, მკვლევარი-მეცნიერი ზვიად გაბისონია.

 

„სამართლის მომავალი და სამართლის ახალი დარგების წარმოშობა“ - ასეთი იყო საჯარო ლექციის თემა.

 

მოწვეულმა პროფესორმა სტუდენტებთან მიმოიხილა ტექნოლოგიების წარმოშობის ისტორია, მისი როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობები და პერსპექტივები. ისაუბრა ტექნოლოგიების სამართლის, კერძოდ, ბლოკჩეინტექნოლოგიების სამართლისა და ხელოვნური ინტელექტის სამართლის შესახებ, დაახასიათა მისი განვითარების ეტაპები.

 

შეხვედრის დასასრულს ზვიად გაბისონიამ უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს, მათ შორის: თანამედროვე ტექნოლოგიები - საფრთხე თუ შესაძლებლობები? და განმარტა მისი სამართლებრივი რეგულირების პრინციპები.

 

ლექციამ სტუდენტების დიდი მოწონება და დაინტერესება გამოიწვია.

 

რექტორის მოადგილემ გიორგი მირიანაშვილმა მადლობა გადაუხადა პროფესორს სტუმრობისა და საინტერესო ლექციისათვის.