20 აპრილს, მართლმსაჯულების სახლისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში სამართლის სკოლის სტუდენტთათვის გაიმართა სამართლის დოქტორის, პროფესორ ეკა ბესელიას ტრენინგი: ,,იურიდიული ეთიკა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები“.
ქალბატონ ეკა ბესელიასთან ერთად ბათუმის წარმომადგენლობას ეწვია აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ლენა მორტონი, რომელმაც 22 აპრილს სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და როლზე, ასევე, ამერიკული სასამართლო სისტემის პრაქტიკასა და სამართლებრივ რეფორმებზე.
სტუდენტებმა თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს სტუმრებს, შეაფასეს საქართველოს სასამართლო სისტემა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, გაიმართა საინტერესო დისკუსია.