2023 წლის 21 აპრილს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა უკვე მეორედ უმასპინძლა ლონდონში დაფუძნებული სტარტაპკომპანია „Pensight“-ის ზრდისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსს, თენგო მესხს, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში.
ლონდონში დაფუძნებული სტარტაპ კომპანია 2021 წლიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პარტნიორია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს პლატფორმას, რომელიც აკავშირებს ექსპერტებს აუდიტორიასთან.
სტარტაპკომპანიის წარმომადგენელმა, ეკონომიკის პრინციპების ლექციის ფარგლებში, სტუდენტებისათვის ჩაატარა ინგლისურენოვანი საჯარო ლექცია თემაზე: ”ციფრული ტრანსფორმაცია, როგორც ბიზნესის ზრდის ახალი პარადიგმა”.
ლექციის ბოლოს, რექტორის მრჩეველმა ანა აბესაძემ, უნივერსიტეტის სახელით, მადლობის სიგელი გადასცა თენგო მესხს ეფექტური თანამშრომლობისთვის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: რექტორის მოადგილე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი ვახტანგ ჭარაია, მენეჯმენტისა და მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი თენგიზ თაქთაქიშვილი.