გრძელდება ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევითი სემინარები, რომელიც მოიცავს კვლევასთან, სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან, აკადემიურ წერასთან, გამოქვეყნებასა და გრანტებთან დაკავშირებულ სემინარებს, რომელსაც მასპინძლობს ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის სკოლა და კურსდამთავრებულთა მრჩეველთა საბჭო.
2023 წლის 13 აპრილს, გრუნის აკადემიური პერსონალი და ახალგაზრდა მკვლევრები დაესწრნენ სემინარების - „Paths to Publication”, მეხუთე ლექციას თემაზე „ფორმალური მეილის წერის ეტიკეტი “.
მეორე სემინარს უძღვებოდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესინგლისურის ლექტორი, ანა აბესაძე, რომელიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პირველი საერთაშორისო სპიკერი გახლდათ. გრუნის ლექტორმა აუდიტორიას გაუზიარა მეილის წერის ეტიკეტის ცოდნის მნიშვნელობა აკადემიური პერსონალისთვის, ფორმალური ელექტრონული წერილის წერის სტრუქტურა, წესები და რეკომენდაციები.
ვებინარის ბოლოს, მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები.
შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია 27 აპრილს, რომლის სალექციო თემაა „რეკომენდაციები პრეზენტაციის უნარების გასაუმჯობესებლად“.