დასრულდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ერთობლივი მედიატრენინგი, რომლის შემაჯამებელი ღონისძიება სასტუმრო რუმსში გაიმართა. ჟურნალისტებისთვის გამართულ ტრენინგზე განიხილავდნენ ეკონომიკასა და ბიზნესში მიმდინარე პროცესებს, თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებს.
ტრენინგს უძღვებოდნენ: პროფესორი ვახტანგ ჭარაია - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ოთარ ანგურიძე - თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი, გოგიტა თოდრაძე - საქსტატი, პაპუნა ლეჟავა - საქართველოს ეროვნული ბანკი, გოგა მელიქიძე - საქართველოს საპენსიო ფონდი, დავით ფაღავა - BDO, ირაკლი დანელია - MAERSK, ივანე ხასია - JTI.
ტრენინგში მონაწილეობდა 14 საინფორმაციო კომპანია: TV იმედი, აჭარის ტელევიზია, პოსტივი, ფორმულა, ჯორჯიან თაიმსი, პირველი არხი, რუსთავი 2, BMG, პალიტრა TV, ობიექტივი, ასევე, გრუნის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სტუდენტები, რომელთა პროფესიული ზრდა-დაოსტატებისათვის მსგავსი სწავლებები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
პროექტის 2 გამარჯვებული სასწავლო-პრაქტიკული ტურით ავსტრიაში European Publishing Congress 2023-ზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.