ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი“, როგორც პარტნიორი, უკვე წელიწადია წარმატებით თანამშრომლობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან, განსაკუთრებით საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში სტუდენტების ჩართვის მიმართულებით.
აპრილსა და მაისში გრუნის ფსიქოლოგიის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, მედიცინის მიმართულებების 5 სტუდენტი გაემგზავრება პოლონეთსა და რუმინეთში საერთაშორისო სემინარებზე, რომელიც შშმ პირებთან მუშაობასა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის საკითხებს განიხილავს.
16-22 აპრილს დაგეგმილია პოლონეთის სემინარები, 27 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით კი -რუმინეთის. პროგრამა ასევე მოიცავს შშმ პირებთან შეხვედრებსა და ვიზიტებს სხვადასხვა ცენტრში. სემინარების ბოლოს მონაწილეებს საერთაშორისო სერტიფიკატი გადაეცემათ.
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს სტუდენტებში მულტიკულტურული განათლების შეძენასა და უცხო ენების ცოდნის გაუმჯობესებას, სრულად არის დაფინანსებული ევროკავშირის მიერ. მიღებული გამოცდილება უაღრესად მნიშნველოვანია დასაქმების ბაზრისთვისაც.
4 აპრილს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა „დრონის“ პროგრამების კოორდინატორთან ანა კაციაშვილთან, შეხვედრას ესწრებოდა რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე და სტუდენტები: მარიამ ბრეგვაძე და მარიამ მექვაბიძე. შეხვედრაზე განიხილეს პოლონეთის ვიზიტის საკითხები. ანა აბესაძემ რექტორის სახელით მადლობა გადაუხადა დრონის წარმომადგენელს ამ შესაძლებლობისა და მხარდაჭერისათვის.