პარაგვაის უნივერსიტეტის დელეგაცია გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პარაგვაის უნივერსიტეტის დელეგაცია გრუნიში


2023 წლის 4 აპრილს გრუნის პარტნიორი, პარაგვაის სან სებასტიანის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია, რომელსაც რექტორი, პროფესორი ფულგენციო სამუდიო ოზუნა ხელმძღვანელობდა.

 

სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო გარემო, ლაბორატორიები, გაეცნენ საგანამანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო პროცესს, შემდეგ კი სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ადმინისტრაციის, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ერთობლივი გაცვლითი პროგრამების განხორციელების საკითხი.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გრუნის განათლების ექსპერტთა ჯგუფი, მხარს დაუჭერს პარაგვაის სან სებასტიანის უნივერსიტეტს აკრედიტაციის პროცესში ტრენინგებისა და პროგრამების ექსპერტიზის სახით.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარაგვაის ელჩი თურქეთში, მისი აღმატებულება ცეფერინო ვალდეს პერალტა და საპატიო კონსული საქართველოში ზურაბ ხუნტუა.