ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორების ონლაინლექცია გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორების ონლაინლექცია გრუნიში


2023 წლის 31 მარტს გრუნის ყველა საფეხურის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის გაიმართა ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორების ონლაინლექცია თემაზე „დეზინფორმაცია“.

 

ლექცია, რომელსაც 50-მდე სტუდენტი და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა, გაიმართა საქართველოში ესტონეთის ელჩის ინიციატივითა და მხარდაჭერით, რომელიც რამდენიმე თვის წინ სტუმრობდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს.

 

ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორებმა: ინგა სპრინგემ და მაია კლაასენმა ტარტუს უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად წარმოადგინეს მოხსენებები: "ტიკტოკი, როგორც პოლიტიკისა და კრემლის დეზინფორმაციის კარიბჭე: ბალტიისპირეთის მაგალითი“, „ინფორმაციის მდგრადობა: რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ?“ „დეზინფორმაციის კვლევები: ირლანდიის, ისლანდიისა და რუსეთის მაგალითი.“

 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია.