გიორგი მირიანაშვილი აკრედიტაციის საბჭოს უხელმძღვანელებს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გიორგი მირიანაშვილი აკრედიტაციის საბჭოს უხელმძღვანელებს

2023 წლის 28 მარტს პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრებმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი გიორგი მირიანაშვილი აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

 

აკრედიტაციის საბჭო შედგება სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს, აკადემიური წრის ან/და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და საჯარო მოხელეებისგან.

 

საბჭოს განიხილავს პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის მინიჭებასთან, გაუქმებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

ვულოცავთ გიორგის გამოცხადებულ ნდობას და ვუსურვებთ წარმატებას!