USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გამოიცა სამართლის ჟურნალის - „სამართლის აქტუალური საკითხები“, პირველი ნომერი, რომელიც მომზადდა საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტების თანამშრომლობის შედეგად.
ჟურნალში გამოქვეყნდა სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორებისა და დოქტორანტების სამეცნიერო სტატიები.
ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან რექტორის მოადგილე, სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი გულიკო გალდავა და რექტორის მოადგილე, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, ასოცირებული პროფესორი გიორგი მირიანაშვილი.