ბრიტანული სტარტაპკომპანიის შეთავაზება გრუნის სტუდენტებს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ბრიტანული სტარტაპკომპანიის შეთავაზება გრუნის სტუდენტებს

წარმატებული ბრიტანული კომპანია „PENSIGHT“-ი, რომელიც 2021 წლიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პარტნიორია, სტაჟირებას სთავაზობს გრუნის სტუდენტებს.

 

ლონდონში დაფუძნებული სტარტაპკომპანიის მისიაა, შექმნას ინფრასტრუქტურა დამოუკიდებელი ონლაინმასწავლებლებისთვის. მათ ახლახან გაუშვეს თავიანთი პლატფორმის ადრეული ვერსია და შეძლეს 3 მილიონი დოლარის მოზიდვა. Pensight-ი დაკავებულია დამოუკიდებელი ონლაინშემოქმედებით და ხელს უწყობს იუთუბერებს, პოდკასტერებს, მასწავლებლებს და ქოუჩებს, რომ განავითარონ ურთიერთობები მიმდევრებთან და საზოგადოებასთან.

 

კომპანია ეძებს სტუდენტებს შემდეგი ინტერესებით:

  • სწრაფად სწავლისა და ზრდისთვის მზადყოფნა;
  • ინტერესი საინფორმაციო სისტემებისადმი და ორგანიზებულობა;
  • ციფრული მარკეტინგის კარგი ცოდნა და/ან გამოცდილება;
  • წერის უნარი როგორც შიდა, ისე გარე აუდიტორიისთვის;
  • ინტერესი ეკონომიკისა და ციფრული განათლების მიმართ.

 

კომპანია ასწავლის სტუდენტებს სამუშაოს საფუძვლებს, მიაწვდის რეგულარულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს ახალგაზრდა, ინვესტირებას განახორციელებს სტუდენტების სწავლებაში, მისცემს შესაძლებლობას, ნახონ, თუ როგორ მუშაობს მაღალტექნოლოგიური კომპანია შიგნიდან და გააცნობს შესაძლებლობების სპექტრს, რომელიც ხელმისაწვდომია ამ ინდუსტრიაში.

 

დაინტერესებულმა პირებმა, 3 აპრილამდე უნდა გააგზავნონ ინგლისურენოვანი CV შემდეგ მისამართზე: tengo@pensight.com

 

ორგანიზაციის ვებგვერდია - https://pensight.com/