ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დოქტორანტები გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დოქტორანტები გრუნიში


13 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ერთკვირიანი სამეცნიერო - კვლევითი ვიზიტით ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (აშშ) დოქტორანტები ეწვივნენ, რომელთა საკვლევი თემა არის საქართველოს კონფლიქტების ეკონომიკური ტრანსფორმაცია რეგიონული გამოწვევებისა და შესაძლებლობების ფონზე.

 

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სტუდენტებს: ამელია იანგს, ლევან გურგენიძეს, მეგან კრეიგს და რეიჩელ კლავეტეს მასპინძლობა გაუწიეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორებმა ვახტანგ ჭარაიამ და თენგიზ თაქთაქიშვილმა, აგრეთვე, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა დავით ესართიამ და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ჯალაღონიამ. შეხვედრაზე განიხილეს საკვლევ თემასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარება და გამოწვევები, ისაუბრეს საქართველო -რუსეთისა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტებსა და მათ შედეგებზე, მათ გავლენაზე როგორც რეგიონის, ისე საქართველოს ეკონომიკაზე.