საფრანგეთის ქალაქ ბორდოს პოლიტიკური მეცნიერებების სკოლამ და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა გამოაცხადეს კონკურსი 2023-2024 წლის პირველი სემესტრის სასერტიფიკატო პროგრამაზე. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და კურსდამთავრებულები მოიპოვებენ ბორდოს პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის დიპლომს, რომელშიც ასახული კრედიტები აღიარებული იქნება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ.
შემოთავაზება ძირითადად ეხება სამართლის, საჯარო მმართველობის და პოლიტიკის და ჟურნალისტიკის სკოლების სტუდენტებს, თუმცა, შესაძლებელია, განხილულ იქნეს სხვა სკოლების კანდიდატებიც.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: ინგლისური ან ფრანგული ენის B2 დონის შემოწმება; ჟიურისთან გასაუბრება
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 აპრილი. ადგილების რაოდენობა: 2
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ პროფესორს თამარ გაგოშიძეს: t.gagoshidze@gruni.edu.ge