მენტორობის პროგრამის დახურვის ცერემონია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მენტორობის პროგრამის დახურვის ცერემონია


უკვე მესამე წელია, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი წარმატებულად თანამშრომლობს ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციასთან.

 

ერთ-ერთი წარმატებული პროგრამა, რომელშიც გრუნი მონაწილეობს, მენტორობის პროგრამაა. აღნიშნული პროგრამა გულისხმობს მენტორის, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული სპეციალისტის, თანამშრომლობას მისსავე სპეციალობის სტუდენტთან, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და კონსულტაციის გაწევას, დახმარებას პროფესიულ დაოსტატებაში, პიროვნული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერისათვის მომზადებაში.

 

ასოციაციამ დაასრულა მენტორობის პროგრამის მესამე ნაკადი, რომლის დახურვის საზეიმო ცერემონია 2023 წლის 16 მარტს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა.


პროგრამის მესამე ნაკადში გრუნისთან ერთად ჩართული იყვნენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტები.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან პროგრამაში მონაწილეობდა სხვადასხვა სპეციალობის საბაკალავრო პროგრამის 15 სტუდენტი, როგორც თბილისის, ისე ბათუმის კამპუსიდან. სტუდენტები გასული სემესტრის განმავლობაში მუშაობდნენ მიმაგრებულ მენტორებთან ერთად.

 

პროგრამის დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ: პროგრამის მონაწილე სტუდენტები, მენტორები, ასოციაციის საბჭოს წევრები და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, მათ შორის, გრუნის რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მიულოცა მენტორობის პროგრამის მესამე ნაკადის წარმატებით დასრულება, ისაუბრა მენტორობის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე და წარმატება უსურვა ორგანიზატორებს, სტუდენტებსა და მენტორებს.