მიკოლა რომერისა (ლიეტუვა) და გრ. რობაქიძის უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, გრუნის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა საშემოდგომო ან საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში სწავლა გააგრძელონ ლიეტუვაში.
მიკოლა რომერის უნივერსიტეტმა გამოაცხადა კონკურსი 2023-2024 სასწავლო წლის სტიპენდიის მოსაპოვებლად:
1.მოკლევადიანი სტიპენდია (1- 2 სემესტრი). ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
სხვადასხვა ქვეყნისთვის სულ ხელმისაწვდომია 35 ერთეული სტიპენდია. სტიპენდიის მოცულობა თვეში შეადგენს 490 ევროს. დოქტორანტებისათვის ეს თანხა შეადგენს 980 ევროს. განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 8 მაისი.
2.გრძელვადიანი სწავლება და სტიპენდია (მაგისტრატურაში სწავლების მსურველთათვის). ფინანსური მხარდაჭერის ფონდი. ეს შესაძლებლობა ასევე ვრცელდება საბაკალავრო საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებზე, განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 22 მაისი.
მაგისტრატურაში სწავლებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.mruni.eu/en/grade_type/masters-studies/. ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 490 ევროს.
უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ
აუდრა დარგიტე ბუროკიენე
საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი
მიკოლა რომერის უნივერსიტეტი