სოფიას მენეჯმენტის უმაღლესი სკოლა აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სოფიას მენეჯმენტის უმაღლესი სკოლა აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის

საფრანგეთის საგანმანათლებლო სისტემას დაქვემდებარებული ბულგარეთის, სოფიას მენეჯმენტის უმაღლესი სკოლა (ESFAM) და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აცხადებენ ფრანგულენოვანი (დონეები: B1 - B2) სტუდენტების მიღების კონკურსს შემდეგ სპეციალობებზე:

  1. დაწესებულებების მენეჯმენტი და ადმინისტრირება - გაიცემა ნანტის უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომი (აღნიშნულ სპეციალობაზე საბუთების შემოტანა შეუძლია ყველა სკოლის საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტს);
  2. დიგიტალიზაციისა და მდგრადი ინოვაციების მენეჯმენტი - გაიცემა ლიეჟის უნივერსიტეტის (ბელგია) მაგისტრის დიპლომი;
  3. ტურიზმის მენეჯმენტი - გაიცემა კორსიკის უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომი;
  4. საერთაშორისო ტრანსპორტის მენეჯმენტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითზე - გაიცემა პარი 1 პანთეონ სორბონის მაგისტრის დიპლომი;
  5. SUPPLY CHAIN MANAGEMENT (მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი) - გაიცემა პარი 2 სორბონ ასასის მაგისტრის დიპლომი.

 

სწავლა მიმდინარეობს ფრანგულ ენაზე.

 

ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიცემა სტიპენდია.

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: ფრანგული ენის B1 - B2 დონის შემოწმება; ჟიურისთან გასაუბრება.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 12 აპრილი.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ პროფესორს თამარ გაგოშიძეს: t.gagoshidze@gruni.edu.ge