საფრანგეთის ქალაქ რენის პოლიტიკური მეცნიერებების სკოლამ და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა გამოაცხადეს კონკურსი 2023-2024 წლის სასერტიფიკატო პროგრამაზე.
სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე და კურსდამთავრებულები მოიპოვებენ პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის დიპლომს, რომელშიც ასახული კრედიტები აღიარებული იქნება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ.
შემოთავაზება ძირითადად ეხება საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს, თუმცა, შესაძლებელია, განხილულ იქნეს სხვა სკოლების კანდიდატებიც.
გრუნის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიცემა სტიპენდია და დაიფარება მგზავრობის ხარჯებიც.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: ინგლისური ან ფრანგული ენის B2 დონის შემოწმება; ჟიურისთან გასაუბრება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 10 აპრილი. ადგილების რაოდენობა: 2.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოთ პროფესორს თამარ გაგოშიძეს: t.gagoshidze@gruni.edu.ge