ვებინარი Elsevier-ის ბაზების გამოყენების შესახებ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ვებინარი Elsevier-ის ბაზების გამოყენების შესახებ

2 და 7 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ახალგაზრდა მკვლევრები, ბიბლიოთეკის ორგანიზებით, მონაწილეობდნენ ვებინარში საერთაშორისო ონლაინგამომცემლობა “ELSEVIER“- ის ორი სამეცნიერო ბაზის “Scopus“-ისა და “scienceDirect“-ის გამოყენების შესახებ.

 

ვებინარებზე: “ლიტერატურის ძიება და ავტორის პროფილი Scopus-ში“ და “ლიტერატურის ძიება ScienceDirect-ში + Mendeley – გზამკვლევი დამწყებთათვის“, მსმენელები გაეცნენ მაღალრეცენზირებადი ჟურნალებისა და სტატიების მოძიების, ასევე, დოკუმენტისა და ნაშრომების ციტირებისა და h ინდექსის დაანგარიშების პრინციპებს.

 

ვებინარის დასასრულს მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.