ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევითი სემინარები გრძელდება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევითი სემინარები გრძელდება


გრძელდება ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევითი სემინარები. 2023 წლის 23 თებერვალსა და 9 მარტს გრუნის აკადემიური პერსონალი და ახალგაზრდა მკვლევრები დაესწრნენ სემინარების - „Paths to Publication”, მეორე და მესამე ლექციას: „კვლევის მონაცემთა მენეჯმენტი“ და „Citavi & Nvivo პროგრამების გამოყენება კვლევითი მიზნებისთვის“.

 

მეორე სემინარს უძღვებოდა ტეხას A&M უნივერსიტეტის პროფესორი, ტეხასის მონაცემთა საცავის წარმომადგენელი, დოქტორი ლაურა სარე, რომელმაც აუდიტორიას გაუზიარა გამოცდილება კვლევის მონაცემთა მენეჯმენტისა და საცავებში მონაცემთა დარეგისტრირებისა და გამოყენების თაობაზე.

 

მესამე ლექცია ჩაატარა დოქტორმა სტეისი პენამ, რომელმაც ისაუბრა სამეცნიერო ნაშრომების წერისათვის Citavi & Nvivo პროგრამების გამოყენების თაობაზე, ასევე, აღნიშნულ პროგრამებს შორის განსხვავებებისა და მათი გამოყენების ბენეფიტების შესახებ.

 

ვებინარების ბოლოს, მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები.

 

შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია 23 მარტს, რომლის სალექციო თემაა “როგორ ვუპასუხოთ კრიტიკას ჟურნალში გამოსაქვეყნებელ სტატიებზე“.

 

ონლაინსწავლება - „Paths to Publication”, მოიცავს კვლევასთან, სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან, გამოქვეყნებასა და გრანტებთან დაკავშირებულ სემინარებს, რომელსაც მასპინძლობს ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის სკოლა და კურსდამთავრებულთა მრჩეველთა საბჭო. სემინარების სერია განკუთვნილია აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის.