გრიგოლ რობაქიძის უნივერისტეტი განაგრძობს პორტოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობას და სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს მონაწილეობა მიიღონ მობილობის პროცესში, რომელიც მთლიანად დაფინანსებულია.
ვინაიდან ვადები ძალიან შეზღუდულია, მსურველებმა უმოკლეს დროში international@gruni.edu.ge - ზე უნდა წარმოადგინონ მონაცემები: სახელი, გვარი, ფაკულტეტის დასახელება და ტელეფონის ნომერი.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ: საჯარო მმართველობის, სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.
მობილობის პროცესში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკანტების განაცხადები არ მიიღება.
P.S მობილობაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას პირველკურსელი სტუდენტები.