Teen Academy-ს მეორე პროექტი საზეიმოდ გაიხსნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


Teen Academy-ს მეორე პროექტი საზეიმოდ გაიხსნა


4 მარტს საზეიმოდ გაიხსნა Teen Academy-ს მეორე პროექტი, რომელიც მოსწავლეების პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

 

წელს ამ პროექტში თბილისიდან და რეგიონებიდან 350-მდე მოსწავლე ჩაერთო, წინა წლებისაგან განსხვავებით, პროექტს დაემატა „გახდი დიპლომატი“, განახლდა პროექტი „მედიაცია“.

 

უნივერსიტეტმა მოსწავლეებს უპირატესად პრაქტიკული ხასიათის პროგრამები შესთავაზა: პირველ შეხვედრაზე განიხილეს კონკრეტული საკითხები სპეციალობების მიხედვით და დავალებებიც მიიღეს საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, ბიზნესის, ჟურნალისტიკისა და გახდი დიპლომატის პროგრამებში ჩართულმა მოსწავლეებმა.

 

ამასთან, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საინტერესო შეხვედრები ცნობილ მოსამართლეებთან, პროკურორებთან, ადვოკატებთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან და ბიზნესმენებთან, პოლიტიკოსებთან, ფსიქოლოგებთან, და ჟურნალისტებთან; მოსწავლეები ეწვევიან გრუნის კლინიკა „გრუნივერსს“, იმუშავებენ სასწავლო ლაბორატორიებში.

 

უფრო მრავალფეროვანი გახდა პრიზებიც, 100 % და 50 %-იან დაფინანსებას მიიღებენ გამორჩეული, აქტიური და საინტერესო პროექტების ავტორები, 5 მოსწავლე ჩაერთვება ორგანიზაცია „გლოუს“ საზაფხულო სკოლის მუშაობაში, 2 -კი პარტნიორი ორგანიზაცია „დრონის“ მხარდაჭერით გაემგზავრება ევროპაში, არაფორმალური განათლების სემინარებზე. პროექტის ყველა მონაწილე 20%-იანი სასწავლო გრანტის მფლობელი გახდება.

 

წელსაც, როგორც ტრადიციულად, პოპულარობით სარგებლობს სამართლის, ბიზნესისა და ფსიქოლოგიის სპეციალობები, აქტიურობით გამოირჩეოდა სტომატოლოგია და გახდი დიპლომატიც.

 

პროექტი ორ კვირას გასტანს და დასრულდება 20 მარტს.

 

“Teen Academy”-ს პირველი პროექტი - „ბავშვები თანასწორობისათვის“, 2023 წლის იანვარში დაიწყო, მისი პირველი ეტაპი 1 მარტს დასრულდა, ახლა კომისია განიხილავს წარმოდგენილ პროექტებს და თვის ბოლოს გამოაცხადებს მეორე ეტაპზე გადასულ მოსწავლეებს.

 

უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს თითოეულ მათგანს.