ტრენინგი ჟურნალისტებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტრენინგი ჟურნალისტებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრთან ერთად უკვე ერთი თვეა ატარებს ტრენინგს მედიის წარმომადგენლებისათვის. ტრენინგის მიზანია ჟურნალისტების ინფორმირება ეკონომიკასა და ბიზნესში მიმდინარე პროცესების, თანამედროვე ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ.

 

საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან ეკონომიკის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ: ეროვნული ბანკის, საპენსიო ფონდის, საქსტატისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები: გოგიტა თოდრაძე, გოგა მელიქიძე, პაპუნა ლეჟავა, ოთარ ანგურიძე, დავით ფაღავა, ირაკლი დანელია, ივანე ხასია, ვახტანგ ჭარაია.

 

ტრენინგში მონაწილეობს 14 საინფორმაციო კომპანია: TV იმედი, აჭარის ტელევიზია, პოსტივი, ფორმულა, ჯორჯიან თაიმსი, პირველი არხი, რუსთავი 2, BMG, პალიტრა TV, ობიექტივი, ასევე, გრუნის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სტუდენტები, რომელთა პროფესიული ზრდა-დაოსტატებისათვის მსგავსი სწავლებები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

 

ტრენინგს კოორდინაციას უწევს გრუნის რექტორის მოადგილე, ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის დეკანი ვახტანგ ჭარაია.