გაეროს ბავშვთა ფონდი გრუნის პარტნიორი გახდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გაეროს ბავშვთა ფონდი გრუნის პარტნიორი გახდა


2023 წლის 24 თებერვალს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობასთან.

 

გრუნი პირველი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელთანაც იუნისეფმა ოფიციალურად დაიწყო თანამშრომლობა და ეს განპირობებულია ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში უნივერსიტეტის მიერ გაწეული აქტიური საქმიანობით.

 

ხელმოწერის ცერემონიაზე დოქტორმა ღასან ხალილმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მამუკა თავხელიძეს იმ ზრუნვისათვის, რასაც ის და მისი უნივერსიტეტი იჩენს ბავშვების მიმართ და აღნიშნა, რომ ამ სფეროში ჩადებული ინვესტიცია, ეს არის მომავალში ჩადებული ინვესტიცია, რომელიც თავის სასიკეთო შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

 

გრუნისა და იუნისეფის თანამშრომლობა მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, სასწავლო, სამეცნიერო და სხვა მიზნობრივი პროექტების განხორციელებას, მათ შორის, სტუდენტების პროფესიული დაოსტატების ხელშემწყობი პროექტების მხარდაჭერას.

 

შეხვედრის დასასრულს მშობლიური უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადა გრუნის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის კურსდამთავრებულმა ლილი სალაძემ, რომელიც დღეისათვის წარმატებით საქმიანობს გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდში.