საქართველოს ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საქართველოს ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

2023 წლის 8 სექტემბერს, საქართველოს ეკონომისტის დღეს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართება V ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკის პოზიციონირება კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში“.

 

პროექტის ორგანიზატორები არიან:

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისია;
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის სკოლა;
  •  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
  • თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი.

 

სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტი

 

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისია; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) - თავმჯდომარე;

პროფესორი ვახტანგ ჭარაია (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით) - თანათავმჯდომარე;

აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) - თანათავმჯდომარე;

 

დეტალური ინფორმაცია