ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევითი სემინარები დაიწყო

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევითი სემინარები დაიწყო


ტეხას ა&მ უნივერსიტეტის მეორე პროგრამა, რომელშიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, როგორც პარტნიორი, ჩაერთო, არის კვლევითი სემინარების სერია “Paths to Publication”.

 

ონლაინსწავლება „Paths to Publication” მოიცავს კვლევასთან, სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან, გამოქვეყნებასა და გრანტებთან დაკავშირებულ სემინარებს, რომელსაც მასპინძლობს ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის სკოლა და კურსდამთავრებულთა მრჩეველთა საბჭო. სემინარების სერია განკუთვნილია აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის.

 

2023 წლის 9 თებერვალს გაიმართა პირველი ლექცია, რომელსაც გრუნის 60-მდე ახალგაზრდა მკვლევარი და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.

 

ლექციას უძღვებოდა დოქტორი შერილ კრეიგი, ტეხასის A&M უნივერსიტეტის პროფესორი და ტექნოლოგიებისა და მასწავლებელთა განათლების კათედრის თავჯდომარე. მან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა გამოცდილება და მისცა რჩევები სამეცნიერო ნაშრომის მომზადების თაობაზე, კერძოდ, ისაუბრა: სათაურის, აბსტრაქტის, შესავლის, ლიტერატურის მიმოხილვისა და სხვ. საკითხების შესახებ.

 

ვებინარის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხი. შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია 23 თებერვალს, რომლის სალექციო თემაა კვლევის მონაცემთა მენეჯმენტი.