წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე


2022 წლის 2 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, გრუნის სტუდენტები ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ და მათთვის საინტერესო ავტორების - გრიგოლ რობაქიძისა და დავით ტურაშვილის ნაწარმოებების კითხვა და დისკუსია მოაწყვეს.

 

იმ სტუდენტებმა კი, რომლებიც თავად არიან დაჯილდოებული მწერლური ნიჭით, გრუნის სტუდენტთა ნამუშევრების კრებულებიდან - „სიტყვა ფიქრის სხეულია“ და „დებიუტი“ თავიანთი შემოქმედება გააცნეს მეგობრებს.

 

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია - „თანამედროვე ცხოვრება და წიგნიერება„. სტუდენტებმა ისაუბრეს ტექნოლოგიურ რევოლუციასა და მის როლზე დღევანდელ რეალობაში. გამოთქვეს მოსაზრება, რომ თანამედროვე ტექნოლოგიით წიგნის სრულად ჩანაცვლება შეუძლებელია.

 

ღონისძიება საინტერესო აღმოჩნდა სტუდენტებისთვის და გამოითქვა სურვილი, რომ მომავალში უფრო ხშირად გაიმართოს შემოქმედებითი საღამოები.

 

ღონისძიება გრუნის ბიბლიოთეკის მიერ მომზადდა.